ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ლაშა გოგიაშვილი რაგბის სექციის აღსაზრდელებს შეხვდა

2 სექტემბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სპორტულ სკოლასთან არსებულ რაგბის სექციის აღსაზრდელებს შეხვდა და სპორტის ამ სახეობაში არსებულ გამოწვევებსა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა. ასევე მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის პირობა მისცა.

„კარგია, რომ სპორტი გიყვართ, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია. როცა დავამარცხებთ კორონავირუსს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, თქვენ კვლავ წარმატებით იასპარეზებთ და გაგვახარებთ გამარჯვებებით“, - მიმართა ლაშა გოგიაშვილმა პატარა სპორტსმენებს.

თერჯოლის სპორტულ სკოლასთან არსებული რაგბის სექციის აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით გამართულ ასპარეზობებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის რეგულაციების გამო საწვრთნელი პროცესები დროებით შეჩერებულია, პატარა რაგბის მოყვარულები, მიღწეული წარმატებებიდან და ასაკიდან გამომდინარე, მზად არიან B ჯგუფში ასპარეზობისათვის.

გააზიარე