ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ბონდო სოფრომაძე

ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1963 წლის 16 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში;

1981წელს დაამთავრა რუფოთის საშუალო სკოლა;

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი;

1996 წელს დაამთავრა თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;

1998-2001 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

1981 წელს მუშაობდა მუშად თერჯოლის რაიონში;

1991 წელს დაინიშნა თერჯოლის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განყოფილების უფროსად;

1993-1994 წლებში იყო ჯერ თერჯოლის რაიონის ავტომოტოსერვისის გაერთიანების დირექტორი, შემდეგ ზესტაფონის საბაჟო სამსახურის საგუშაგოს უფროსი;

1997 წელს იყო ქუთაისის საბაჟო სამსახურის საფინანსო საგადასახადო და სტატისტიკის სამსახურის უფროსი;

2000 წელს მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსად. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

2002-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თბილისის სავაჭრო ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი (2005-2009 წწ);

2010 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2014-2015 წლებში იყო შპს „ახალი დონის“ დირექტორი;

2015 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტირების მთავარ სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს უფროსად;

2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი;

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი.

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 598 35 41 41.
Mail: bondo.sopromadze@terjola.gov.ge
მისამართი: თერჯოლა, სოფ. რუფოთი

 

 

 

გააზიარე