ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

22 მაისი, 2020

 თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ და ალისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბუცხრიკიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალისუბანსა და რუფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.

ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გამოყოფილი 315 790 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მეკა" აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 1, 7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება. ასევე გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია"ჯეო როუდ ინვესტი" გზის 1, 5 კმ-იან მონაკვეთს მოაწყობს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით, რაზეც საერთო ჯამში 639 438 ლარია გათვალისწინებული

გააზიარე