ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

26 ივლისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ საკრებულოსა და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქ თერჯოლაში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრისა და სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ. ბაღის მშენებლობა უახლოეს დროში დასრულდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

გააზიარე