ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად სოფ. გოგნში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფლის დეპუტატ დავით ისაკაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე პროცესები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოგვარდა პრობლემა, რაც წლების მანძილზე აწუხებდა გოგნის მოსახლეობას. ამ სოფელში მცხოვრები პატარები ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებიან. თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა“-განაცხადა ბონდო სოფრომაძემ. 

გააზიარე