ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

გოდოგანში დასრულებული გზის პროექტი დაათვალიერეს

14 მაისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტში გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა. 7,5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. აღნიშნულ სოფლებში გზა ათეული წელია არ იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. ამ მონაკვეთით 3000-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. სამი დიდი სოფლის დამაკავშირებელი 7,5 კმ. გზის გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 172 000 ლარია.დასრულებული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ, მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა გოდოგნის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება.დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები მოისმინეს.

გააზიარე