ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

COVID 19 თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს

11 მარტი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ შეხვედრა გამართა, სადაც COVID-19-თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.→ კომისიის სხდომას, რომელსაც კომისიის ხელმძღვანელი ბადრი ბუცხრიკიძე უძღვებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და სხვადასხვა ა(ა)იპ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.→ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურები ახდენენ მონიტორინგს და სადეზინფექციო სამუშაოების შესრულებას.→ არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ არჯევანიძემ და „თერჯოლის პროფდეზინფექციის“ ხელმძღვანელმა მარიამ ნიშნიანიძემ.→ ამჟამინდელი მონაცემებით, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავ♦და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი, 22 სკოლა, ბიბლიოთეკები, სპორტდარბაზი. ყოველდღიურად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის დამუშავება, ასევე მუშავდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ადმინისტრაციული შენობები. ამასთან, იგეგმება სხვადასხვა დაწესებულებებისა და ლოკაციების დამუშავება. არსებობს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების სრული მარაგი და მუშაობა მიმდინარეობს კოორდინირებულად.♦  ►მოქალაქეთა საყურადღებოდ!!თუ უკვე იმოგზაურეთ კორონა ვირუსის გავრცელების რისკის მქონე ქვეყნებში უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა იმყოფებოდეთ თვითიზოლაციაში და დაიცვათ შემდეგი წესები:! სისტემატურად გაიკონტროლეთ ტემპერატურა, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, კონტაქტის დროს აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება, საეჭვო სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში: ტემპერატურა 38 და ზევით, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, დარჩით ბინაზე იზოლაციაში და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსხური 112 და აცნობეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ოჯახის ექიმებს თქვენი მოგზაურობის შესახებ, აგრეთვე დაუყოვნებლივ აცნობეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგებს. შეგიძლიათ მიმართოთ თამარ არჯევანიძეს, თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელს _ 599-94-82-55

გააზიარე