ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ჭოგნარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად სოფ. ჭოგნარში იმყოფებოდა, სადაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.საერთო კრებაზე, რომელიც ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტებიდან შეირჩა შემდეგი:საბავშვო ბაღისათვის დეკორატიული მესერის გაკეთება.ლანჩავების უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.ელიავებისა და ფორჩხიძეების უბანში გზის ორ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა. ეკლარაში მდებარე სასაფლაოს შემოღობვა.სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ბეტონის საფარით.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 118 პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 690 ათასი, ჭოგნარში-20 ათასი ლარი დაიხარჯება.

გააზიარე