ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო terjolissakrebulo@gmail.com

7 აპრილის მორიგი სხდომა

12 აპრილი, 2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს უხუცესი წევრი, თავმჯდომარის უფლებამოვალეობის შემსრულებელი ამირან ვერულაშვილი ხელმძღვანელობდა.

დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკრებულოს უხუცესი წევრის დადგენის შესახებ საკითხი. ასევე, ცნობად იქნა მიღებული ნინო ჯანელიძის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ნოდარი ფანჩულიძის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

გარდა ამისა, ცნობად მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,მაჟორიტარების“ დაფუძნების შესახებ საკითხი.

დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #7 დადგენილებასა და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 5 მარტის #23 დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.

ასევე მხარდაჭერილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საკითხი და მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება.

გარდა ამისა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს.

შემდეგი სხდომისთვის გადაიდო ორი საკითხის განხილვა: „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებისა და მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკითხები.

მორიგ სხდომამდე აღნიშნული საკითხები ბიუროს, იურიდიულ საკითხთა კომისიისა და ფრაქცია „მაჟორიტარების“ სხდომებზე განიხილეს.

 

      

გააზიარე