ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

14 საჯარო სკოლაში სველი წერტილები რეაბილიტირდება

29 ივლისი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სველი წერტილები მოეწყობა.

სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მტმ" ახორციელებს, 4 სკოლაში კი ინფრასტრუქტურული პროცესები უახლოეს მომავალში დაიწყება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა ალისუბნისა და ახალთერჯოლის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და როგორც სამუშაოების მიმდინარეობაზე, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურაზე ინფორმაცია მოისმინა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.

გააზიარე