ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Hot line:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის მერმა სასწრაფო დახმარების სამსახურის მშენებარე ოფისი დაათვალიერა

17 May, 2019

 

 

თერჯოლაში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

„სასწრაფო დახმარების შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს. პროექტის ღირებულება 233 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს“,–განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

Share page