ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Hot line:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის მერიაში მორიგი თათბირი გაიმართა

10 April, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.თათბირს მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.ბონდო სოფრომაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა 30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საკითხზე, თუ რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ასევე სამსახურების უფროსებისაგან მოისმინა ინფორმაცია წინა თათბირებზე დასმული საკითხების შესრულების მდგომარეობისა და გაწეული მუშაობის შესახებ, მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებს გაეცნო და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები გასცა.

Share page