ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Hot line:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ხიდების მშენებლობის მონიტორინგი

14 March, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესთან ერთად სოფ. ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც მდ. როკიანაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბარდუბანში გასულ წელს სტიქიის შედეგად მოდიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო სათემოს უბანთან დამაკავშირებელი ხიდი, რის შემდეგაც მოეწყო დროებითი სახიდე გადასავლელი. ახალი ხიდი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით-150 023 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „დია სერვისის“ მიერ განხორციელდება.დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ხიდის რკინის კონსტრუქცია დაათვალიერეს,რომელიც უახლოეს მომავალში სოფ. საზანოში დამონტაჟდება. მდინარე ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ასევე სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან შპს „დია სერვისის“ მიერ მოხდება. პროექტის ღირებულება 237 430 ლარია.როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს განხორციელდება კიდევ ოთხი ხიდის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში ტენდერები გამოცხადდება სოფ. რუფოთში, გოგნსა და ალისუბანში ორი ხიდის რეკონსტრუქციისათვის. 

Share page