ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Hot line:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მე-4 მოწვევის საკრებულო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ევროპული ქარტიის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული 35 წევრისაგან.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული წესით _ 15, ხოლო მაჟორიტარული კვოტით 20 დეპუტატი შევიდა.

20-ვე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წარმოადგენდა, რასაც დაემატა პარტიული სიით 9 დაპუტატი. ამიტომ საკრებულოს უმრავლესობა 29 დეპუტატით დაკომპლექტდა. 

 

საკრებულოში შეიქმნა 5 ფრაქცია:

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

2. „ქართული ოცნება – მრეწველები“

3. „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“

4. „ევროპული საქართველო“

5. „თერჯოლის პატრიოტები“

 

მუშაობს 5 კომისია: 

1. იურიდიულ საკითხთა კომისია

2. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია

3. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია

5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია

Share page